თეგებით ძიება

„ხრუშჩოვკები აშშ-ში“ - რით განსხვავდებოდა ამერიკული პროექტი საბჭოთასგან?

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როგორც სსრკ-ში, ისე აშშ-ში მოსახლეობა საცხოვრებელი ბინების მწვავე უკმარისობას განიცდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები ამერიკის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა და ქალაქები არ დანგრეულა, ომიდან ჩამოსული ჯარისკაცების საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა პრობლემად იქცა - სამ მილიონზე მეტ ამერიკელს ბინა სჭირდებოდა და აშშ-ს მთავრობამ საბინაო პროგრამა დაიწყო.

აშშ-ს ომში მონაწილეობა დაახლოებით 4 ტრილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა, ამიტომ მთავრობა ცდილობდა რაც შეიძლება იაფფასიანი სახლები აეშენებინა, რომ მოსახლეობაც დაეკმაყოფილებინა და ხაზინაც არ დაეცარიელებინა. საბოლოოდ, მთავრობამ აბრაამ ლევიტის პროექტი დაამტკიცა. აბრაამმა და მისმა შვილმა კარკასული, ერთსართულიანი სახლების წარმოება დაიწყეს, რომლებსაც პრაქტიკულად, საძირკველი არ ჰქონდათ. პატარა სახლი ორი საძინებლის, მისაღები ოთახის, სამზარეულოსა და სააბაზანოსგან შედგებოდა, რაც ერთი ოჯახისთვის სრულიად საკმარისი ჩანდა. 

 

ხუთ და ცხრასართულიანი საბჭოთა „ხრუშჩოვკებისგან“ განსხვავებით, ამერიკულ სახლებს მხოლოდ ერთი სართული ჰქონდათ და ფაქტობრივად, კერძო სექტორს წარმოადგენდნენ. ლევიტის კომპანია დღეში 32-მდე ასეთი სახლის აშენებას ასწრებდა და თითოეული სახლის ღირებულება 8 ათას დოლარს არ აღემატებოდა.

ლევიტის სახლებით აგებულ პირველ ქალაქს არქიტექტორის პატივსაცემად, „ლევიტაუნი“ უწოდეს. ის დაახლოებით 17 ათასი სახლისგან შედგებოდა, რომელშიც 50 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მალე კიდევ ექვსი მსგავსი ქალაქი აშენდა, რომელიც ამერიკულ ოცნებას განასახიერებდა - პატარა, ლამაზი სახლი ბაღით და ყვავილებით, სადაც საშუალო შეძლების ამერიკული ოჯახი ცხოვრობდა.

შეიძლება იფიქროთ, რომ შვიდი პატარა ქალაქი დიდი ქვეყნის საბინაო პრობლემას ვერ გადაჭრიდა, მაგრამ ასე არაა. საბჭოთა „ხრუშოვკების“ მსგავსად, „ლევიტაუნებმა“ შესაძლებელი გახადეს ადამიანების იაფ და კომფორტულ სახლებში დასახლება. გარდა ამისა, მათ ბიძგი მისცეს კონვეიერულ წარმოებაზე დაფუძნებული ინდუსტრიის განვითარებას. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა