თეგებით ძიება

საარჩევნო უბნები გაიხსნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, კორეაში, იაპონიასა, ავსტრალიაში - ცესკო

ცესკო დღეს, 14 საათზე, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს. იქამდე კი ცნობილია, რომ  საარჩევნო უბნები გაიხსნება ისეთ ქვეყნებში, სადაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე არ იყო. ესაა -  არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.

რაც შეეხება აშშ-სა და ევროპას, სადაც ყველაზე დიდი ემიგრაციაა, უცნობია მისცემს თუ არა საარჩევნო კომისია ემიგრანტებს კონსტიტუციური უფლების გამოყენების საშუალებას და გაუხსნის თუ არა დამატებით საარჩევნო უბნებს:

"26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ასევე, იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს", - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა