თეგებით ძიება

ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს, კგბ-ს სამჭედლოშია დამზადებული – ზურაბიშვილი „ოცნების“ ბანერებზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები საქართველოს ქალაქებსაა შედარებული, სამარცხვინოს უწოდებს.

ზურაბიშვილის თქმით, „ოცნების“ საარჩევნო ბანერები კგბ-ს (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) სამჭედლოშია დამზადებული.

„ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!… „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“, – წერს ზურაბიშვილის Facebook-ზე

საქართველოს ქუჩებში „ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, სადაც რომელსაც „არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“ – აწერია. ბანერები ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ მხარეს შავ-თეთრი ფოტოთი უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად განადგურებული ქალაქების ფოტოებია, მეორე მხარეს კი ფერადი ფოტოთი საქართველოს ქალაქები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა