თეგებით ძიება
26. 09. 2024 სპორტი

"მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე პოტენციალით, რომ ზოგადად საუკეთესო გახდეს“ - რას წერს Football365 მამარდაშვილზე?

სპორტულმა გამოცემამ Football365 საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი იმ 23 წლამდე ფეხბურთელებს შორის დაასახელა, რომლებიც პრემიერლიგის კლუბებს განათხოვრებული ჰყავთ და სამომავლოდ, მათზე დიდ იმედებს ამყარებენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, „ლივერპულის“ შემთხვევაში ეს არის გიორგი მამარდაშვილი, რომელიც სპორტული ჟურნალისტის შეფასებით, თავის ასაკთან შედარებით გაცილებით უფრო გამოცდილი მეკარის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„შეიძლება ბევრს გაუკვირდეს მამარდაშვილის ამ სიაში აღმოჩენა, რადგანაც მისი თამაშიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება 30 წლის გვეგონოს, არადა, ის მხოლოდ 23 წლისაა. მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა და პოტენციალი აქვს, რომ საერთოდაც საუკეთესო გახდეს“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მამარდაშვილის დამატება „ლივერპულის“ ლივერპულის მხრიდან „გენიალური ნაბიჯი“ იყო.

„ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ეს მომავალი სეზონის წინ პრემიერლიგის კლუბებისთვის საუკეთესო ტრანსფერი იყო. ლივერპულმა უბრალოდ გენიალური ნაბიჯი გადადგა, ვალენსიაში კი კმაყოფილები უნდა იყვნენ, რომ მამარდაშვილი მათ ღირსებას კიდევ ერთი სეზონი დაიცავს", - წერს Football365.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდ „ლივერპულმა“ იყიდა, თუმცა მიმდინარე სეზონით, იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა