პოლიტიკასაც აქვს თავისი ზნეობის საზღვარი - ზვიად ქორიძე "ქართული ოცნების" ბანერებზე
„პოლიტიკასაც აქვს თავისი ზნეობის საზღვარი“, - ასე ეხმაურება მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე "ქართული ოცნების"ახალ ბანერებს რომელიც ქალაქში ახლახანს გამოჩნდა.
"როგორ შეიძლება, რომ აი ამ უმძიმეს კადრებზე, აი ამ უმძიმეს განსაცდელზე, რომელიც აქვს უკრაინულ საზოგადოებას და რომელიც აქვს უკრაინელ ხალხს, ააგო შენი საარჩევნო კამპანია აქ, საქართველოში. აქვს პოლიტიკას თავისი ზნეობის საზღვარი. ჩვენ ვსაუბრობ, რომ რაღაცა იგეგმება "ფეესბეს" კაბინეტებში, რაღაცა იგეგმება რუსეთის "ველიკო დერჟავუ" პოლიტიკაში, ეს არის, სხვა განყენებული კატეგორიები კი არ არის, ასეთი პლაკატები იქმნება, ასეთი მესიჯები იწერება. ეს არის ანტიქართული, ეს არის ანტიუკრაინულიც და ეს არის ანტიცივილიზაციური საარჩევნო კამპანია". - განაცხადა ზვიად ქორიძემ.