თეგებით ძიება

"ძლიერი საქართველოს" სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძეა - სრული სია

კოალიციამ "ძლიერი საქართველო" საარჩევნო პარტიული სიის შემადგენლობა დაასახელა. სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძე იქნება, მეორე ნომრად კი, ანა დოლიძე დასახელდა.

კოალიციაში გაერთიანებული არიან ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის, პარტია მოქალაქეები და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი.

"ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სიაში გიორგი მარგველაშვილი არ არის, რომელიც კოალიციას გუშინ შეუერთდდა.

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, სიაში ნუმერაციას და თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს.

"მინდა გამოვაცხადო სია და შევცვალო დამკვიდრებული ტრადიცია, როცა აცხადებენ პირველიდან 20-მდე ან 25-მდე, იმიტომ რომ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, თითოეული გუნდის წევრი არის მნიშვნელოვანი, ამიტომ, სიის თანამიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, თითოეული ადამიანი ჩვენთვის არის ძალიან ხარისხიანი, პროფესიონალი და მნიშვნელოვანი, ამიტომ, მე სიას დავიწყებ ნომერი 26-დან", - თქვა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

სიის შემადგენლობა ასეთია: 

მამუკა ხაზარაძე

ანა დოლიძე

ბადრი ჯაფარიძე

ანა ნაცვლიშვილი

ლევან ცუცქირიძე

ირაკლი კუპრაძე

ქეთევან თურაზაშვილი

საბა ბუაძე

სალომე სამადაშვილი

დავით რაქვიაშვილი

თამარ ლალიაშვილი

გრიგოლ გეგელია

ლევან სამუშია

ფიქრია ჩიხრაძე

გიორგი უშიკიშვილი

ვახტანგ სურგულაძე

ლანა გალდავა

მაკა ნუცუბიძე

მედეა მეტრეველი

ალექსანდრე ელისაშვილი

ბაკურ კვაშილავა

აგილ მუსტაფაევი

ირაკლი ქობალია

ირაკლი ბუცინაშვილი

გიორგი რეხვიაშვილი - იურისტი

ოთო ფარულავა - სამოქალაქო აქტივისტი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა