ფოტოები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ როგორ გამოიყურებოდა კესარია აბრამიძე ბავშობაში?
18 სექტემბრის ღამით დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ჩადენილი სასტიკი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ელვისებურად გავრცელდა. მოკლული ყველასთვის კარგად ნაცნობი კესარია აბრამიძე აღმოჩნდა. 37 წლის ტრანსგენდერ ქალს ყოფილმა პარტნიორმა, 1998 წელს დაბადებულმა ბექა ჯაიანმა სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში დანით მიაყენა. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ მიდის ის კესარია აბრამიძის ბინაში და 14 წუთში ბინიდან გამორბის. ამ ფაქტს აბრამიძის მეზობლებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ დაინახეს, როგორც დატოვა ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, ეჭვმიტანილი ბექა ჯაიანი კი უკვე დააკავა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯაიანი სენაკში ცხოვრობს და თბილისში ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომელია. კესარია აბრამიძე 22 სექტემბერს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
კესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. ის პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია. იყო ცნობილი სახე, მოდელი, მსახიობი, ინფლუენსერი, ხშირად იწვევდნენ პოპულარულ შოუებში. 2018 წელს კესარია აბრამიძემ "მის ტრანს მსოფლიოს" სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საქართველო წარადგინა.
"ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ დღეს. ვგრძნობ შინაგანად, რომ შევდექი. მე ბავშვობაში ყოველთვის ვხედავდი ჩემს თავს ასეთად და არამხოლოდ ვხედავდი, ვხატავდი კიდეც", - ამბობდა კესარია აბრამიძე.