იოსებ ბაბაევი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
გორელი ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით პაპუაშვილმა დღეს გამოიტანა.
სასამართლომ ბიზნესმენს 2 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. იმის გამო რომ მან იზოლატორში 2 ღამე უკვე გაატარა სასჯელი მოხდილად ეთვლება.
სამოქალაქო აქტივისტი ივანიშვილის გორში ჩასვლის სამზადისის დროს იმ დროს დააკავეს, როცა საკუთარ რესტორანში პროდუქტების მიტანას ცდილობდა. საქმეში არ დევს პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები, რომელიც ბაბაევის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება იქნებოდა.