თეგებით ძიება

"გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე...“ - ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემას „იმედის დილა“ სტუმრობდა, სადაც მან მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა.

როგორც თავად ამბობს, აღნიშნულ პერიოდში 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს, რის გამოც ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

"ჩვენ გავდივართ დაბნელებების დერეფანს, მზის დაბნელება გვაქვს 2 ოქტომბერს და როცა დედამიწა დადებით ენერგოველშია, ეს გვიმსუბუქებს ამ პერიოდს. გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე. სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. ვისაც ხანდაზმულები ჰყავს, პრობლემები აქვს წნევასთან, იყავით ყურადღებით. წამლები და ცოტა დასვენებაა საჭირო.

ოთხშაბათს არის საინტერესო დღე, მოსალოდნელია მოულოდნელი ცვლილებები. სამშაბათს ხელშეკრულებებს მიაქციეთ ყურადღება, დეტალებზე გაამახვილეთ ყურადღება. მატულობს ვნება, სიყვარული, აქტიურობა, ენერგიულობა, კონტაქტები მოიმატებს, მაგრამ მორიელი რადგან მსუბუქი ნიშანი არ არის, იმატებს ეჭვიანობა, პირდაპირობა, სარკაზმი, სიჯიუტე. ხუთშაბათს სიტუაციას მერკურის სასწორში გადასვლა გვინეიტრალებს სიტუაციას. პრობლემებს დიპლომატიურად მიუდექით“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა