თეგებით ძიება

“ქართული ოცნება“ მოუწოდებს ქართველ ხალხს აირჩიონ სიბნელე, რუსეთი, უკუსვლა და წარსული - თინა ბოკუჩავა

"ქართული ოცნება“ მოუწოდებს ქართველ ხალხს აირჩიონ სიბნელე, რუსეთი, უკუსვლა, წარსული “- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ ბანერებთან დაკავშირებით.

ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ “საქართველოს მოქალაქეები არჩევანს მომავალზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და საქართველოს ღირსეულ ევროპულ პერსპექტივაზე გააკეთებენ.“

"მთელი თავისუფალი სამყარო დგას უკრაინის მხარეს, სიმართლის მხარეს და ისტორიის სწორ მხარეს, სადაც რუსეთი მარცხდება და აუცილებლად მარცხდება თავისუფალი სამყაროს წინაშე. ჩვენ კი ვხედავთ, მათ შორის ამ ბანერებზე, რომ „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ქართველ ხალხს აირჩიონ სიბნელე, რუსეთი, უკუსვლა, წარსული და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს გააკეთებენ მომავალზე, ევროპაზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და საქართველოს ღირსეულ ევროპულ პერსპექტივაზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა