ქვეყანაში რევოლუციის, არეულობისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმების რეალიზების საშუალებას ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს - პრემიერი
თუ ვინმე ოცნებობს საქართველოში რევოლუციაზე, არეულობასა და მეორე ფრონტზე, რასთან დაკავშირებითაც პირდაპირი მინიშნებებია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, ეს ოცნებები არავითარ შემთხვევაში არ ახდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში რევოლუციის, არეულობისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმების რეალიზების საშუალებას ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს.