დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ველთაურმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ველთაურმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა მის მიერ პოსტის დატოვების დროს არ აკონკრეტებენ.
ნინო ველთაურის მოვალეობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ასრულებს.
ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 2020 წლის იანვარში შეიქმნა და ველთაურიც სწორედ ამ დროიდან არის მისი დირექტორი.
წყარო: bm.ge