თეგებით ძიება
27. 09. 2024 მსოფლიო

WSJ: ჩინეთში უახლესი ატომური წყალქვეშა ნავი ჩაიძირა

ჩინეთში უახლესი ატომური წყალქვეშა ნავი ჩაიძირა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი მაისის ბოლოს - ივნისის დასაწყისში ქალაქ უჰანთან მოხდა. ჩინეთის ხელისუფლება თავიდან ამ ფაქტს მალავდა.

ინფორმაციის თანახმად, წყალქვეშა ნავი Zhou კლასის იყო. ეს იყო პირველი ასეთი ტიპის ნავი. ის კომპანია China State Shipbuilding Corp.-მა ააშენა.

ბოლოს წყალქვეშა ნავი მაისის მიწურულს მდინარე იანძიში ნახეს, სადაც მას ზღვაში გასვლამდე ამოწმებდნენ. უკვე ივნისის დასაწყისში ჩაძირვის ადგილას ამწეები მიიყვანეს, რათა ნავი ფსკერიდან ამოეყვანათ.

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა წყალქვეშა ნავი ჩაძირვის მომენტში ბირთვული საწვავით აღჭურვილი, თუმცა ეს გამორიცხული არ არის. უცნობია აგრეთვე დაშავდა თუ არა ვინმე ამ ინციდენტის დროს.

„გასაკვირი არ არის, რომ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო-საზღვაო ძალები იმ ფაქტის დამალვას ცდილობს, რომ მათი ახალი, ასეთი კლასის პირველი დამრტყმელი ატომური წყალქვეშა ნავი ნავსადგურთან ჩაიძირა“, - ციტირებს გამოცემა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელს.

როგორც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, ჩინეთში წყალქვეშა ნავების აშენებასთან, მათ უსაფრთხოებასთან ბევრი კითხვა არსებობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა