თეგებით ძიება
27. 09. 2024 მსოფლიო

რელიგიურ ფესტივალზე 40-მდე ბავშვი დაიღუპა - სად მოხდა შემთხვევა?

ინდოეთის აღმოსავლეთით, ინდუისტური რელიგიური ფესტივალის „ჯივიტპუტრიკას“ აღნიშვნისას სულ მცირე 46 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 37 ბავშვი და 7 ქალი.

BBC-ს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფატალური შემთხვევაში 15 რეგიონში დაფიქსირდა. ქვეყნის საგანგებო სამსახურში განმარტავენ, რომ მსხვერპლი განბანის რიტუალს მოჰყვა, რადგან მოსახლეობამ არ გაითვალისწინა გაფრთხილება მდინარეების ადიდების შესახებ.

საგანგებო სამსახურში შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს და აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ.

„ჯივიტპუტრიკას“ ბავშვების კეთილდღეობას ეძღვნება. მას 3 დღის განმავლობაში აღნიშნავენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა