თეგებით ძიება

“ბოდიში გმირების ოჯახებს” – ვასო აბაშიძის თეატრის მსახიობების ემოციური მიმართვა სცენიდან

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობებმა, სპქტაკლის – “ვკვდები, როგორც ქვეყანა” დასრულების შემდეგ ქვეყნის ეროვნული გმირების ოჯახის წევრებს მიმართეს. კახა კინწურაშვილმა, დასის სახელით, განაცხადა, რომ ბოდიშს უხდის მათ იმისთვის, რომ “ამ დღეების განმავლობაში მიიღეს უდიდესი შეურაცხყოფა”.

“ჩვენს ქვეყანას ჰყავს გმირები, რომლებმაც ქვეყნისთვის სიცოცხლე გაწირეს. მათმა ოჯახის წევრებმა – ცოლებმა შვილებმა, მშობლებმა ამ დღეების განმავლობაში მიიღეს უდიდესი შეურაცხყოფა და ეს ძალიან მტკივნეულია. მტკივნეულია ჩვენთვის, მაგრამ – ასმაგად მათთვის. ჩვენ გვინდა ბოდიში მოვუხადოთ მათ ოჯახებს, გმირებს და ვუთხრათ ოჯახებს, რომ ისინი ამ ტკივილში მარტო არ არიან”, – განაცხადა კინწურაშვილმა, შემდეგ კი აუდიტორიას სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ გმირების ხსოვნისთვის.

“ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბოდიში უნდა მოვიხადოთ “იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

ეს განცხადება ივანიშვილმა 14 სექტემბერს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორში გამართული შეხვედრისას გააკეთა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა