ენგურის ხიდი უნდა გადავაქციოთ ხიდად, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს - ხაზარაძე
ენგურის ხიდი უნდა გადავაქციოთ ხიდად, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს. ეს ხიდი უნდა გახდეს იმის სიმბოლო, რომ ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ერთად - ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ, კოალიცია ძლიერი საქართველო ძალიან კონკრეტული გეგმით დავიწყებთ იმის აშენებას, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია. სადაც, აფხაზები, მათი შვილები, ოსების შვილები და ქართველების შვილები ერთად ააშენებენ ძლიერ საქართველოს, ექნებათ ევროპული მომავალი და ის პერსპექტივა, რაც 21-ე საუკუნეში ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს.
ჩვენ ვიცით, როგორ ავაშენოთ ძალიან მყარი მშვიდობა და როგორ განვავითაროთ ის ურთიერთობა და კულტურა, რაც ჩვენ შორის ყოველთვის იყო [...] ჩვენ აფხაზებს ვთავაზობთ მყარ მშვიდობას, ძმობას, მეგობრობასა და ჩვენი ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას. ენგურის ხიდი გამაერთიანებელი ხიდი უნდა იყოს [...] ჩვენ ძლიერ საქართველოს ავაშენებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთად, აფხაზების, ქართველებისა და ოსების ერთიანი ძალისხმევით.
თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ენგურის ხიდთან გამართულ ბრიფინგზე.
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეა.