ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ არჩევნები რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით ჩატარდეს - იუსტიციის მინისტრი
ნებისმიერი მოწოდება, იგივე [არჩევნების] მეორე დღეს გამოსვლასთან დაკავშირებით და ა.შ., რა თქმა უნდა სრულიად მიუღებელია, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
მინისტრი გამოეხმაურა მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშს, სადაც საუბარია „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სამოქალაქო არეულობაზე.
„ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ არჩევნები რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით ჩატარდეს. ნებისმიერი მოწოდება, იგივე მეორე დღეს გამოსვლასთან დაკავშირებით და ა.შ., რა თქმა უნდა სრულიად მიუღებელია და ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის მეგობრობის მაღალი სტანდარტთ გამსჭვალული განცხადება“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.