ჩინეთში მუმიების ყელსაბამებში მსოფლიოში ყველაზე ძველი ყველი აღმოაჩინეს
2003 წელს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მეცნიერებმა აღმოაჩინეს სამი მუმია, რომლებსაც უცნაური ნივთიერების შემცველი ყელსაბამები ეკეთათ. უახლესმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ აქამდე გაუგებარი ნივთიერება მსოფლიოში ყველაზე ძველი, დაახლოებით 3600 წლის ყველია.
ბაქტერიების დნმ ანალიზის მეშვეობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთგვარი ყველის რგოლები ძროხისა და თხის რძისგან იყო დამზადებული.
"ეს არის მსოფლიოში აქამდე ნაპოვნი ყველის უძველესი ნიმუში. ისეთი საკვები პროდუქტების, როგორიცაა ყველი, საუკუნეების განმავლობაში შენახვა უკიდურესად რთულია, ამიტომ ეს იშვიათი და ღირებული შესაძლებლობაა მეცნიერებისთვის" - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, პეკინის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიისა და ხერხემლიანთა პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტის პალეონტოლოგმა ცაომეი ფუმ. პეკინის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიისა და ხერხემლიანთა პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტი.