თეგებით ძიება
27. 09. 2024 მსოფლიო

ლუკაშენკოს თქმით, თუ ნატო ბელარუსს თავს დაესხმება, ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ, თუ ნატო მის ქვეყანას თავს დაესხმება, ის და რუსეთი საპასუხოდ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.

„მე ვამბობდი, რომ ბელარუსზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომი იქნება. მადლობა, პუტინმა ეს გუშინ დაადასტურა, როცა ბირთვულ დოქტრინაში შესწორება შეიტანა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და ბელარუსზე თავდასხმის დროს ჩვენ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ“, - თქვა ლუკაშენკომ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 25 სექტემბერს ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების დოქტრინაში ცვლილებები შეაქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა