ეკოაქტივისტებს, რომლებმაც ვან გოგის მზესუმზირებს წვნიანი შეასხეს, პატიმრობა მიუსაჯეს
გაერთიანებულ სამეფოში აქტივისტური დაჯგუფება Just Stop Oil-ის 2 ეკოაქტივისტს, რომლებმაც ვან გოგის მზესუმზირებს პომიდვრის წვნიანი შეასხეს, პატიმრობა მიუსაჯეს.
ფიბი პლამერმა და ანა ოლანდმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვან გოგის ნახატს წვნიანი 2022 წლის 14 ოქტომბერს შეასხეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პლამერს ორ-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ოლანდს - 20 თვიანი.
შემთხვევის შედეგად ნახატი არ დაზიანებულა, მაგრამ გარკვეული დაზიანება განიცადა მე-17 საუკუნის ჩარჩომ. თუმცა, რესტავრატორების მუშაობის შედეგად ნახატი გამოფენას იმავე დღეს დაუბრუნდა.
"თქვენ მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესი, არაპროპორციული და დანაშაულებრივად იდიოტური იყო". - განაცხადა მოსამართლემ: "თქვენ მხოლოდ შუშა გაშორებდათ ნახატის გამოუსწორებლად დაზიანებისგან ან განადგურებისგან".