თეგებით ძიება

"ოსი და-ძმებისთვის" ბოდიშის მოხდა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა - გიორგი ბარამიძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე გორში, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ "ოსი და-ძმებისთვის" ბოდიშის მოხდის დაანონსებას ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელ განცხადებად აფასებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უსამშობლოებს უწოდებს და "პოლიტიკური ამბების" ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯების ფონზე, "ოცნებას" მორალური პიედესტალიდან საუბრის უფლება არ აქვს.

ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. თურმე, ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მოკლეს ჟიური შარტავა, გაბისკირია, ანწუხელიძე, ტატუნაშვილი. თურმე, ამ ადამიანებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ეს ადამიანები გველაპარაკებიან მორალზე, სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და იმაზე, რომ ჩვენ თურმე სულ შეშინებულები უნდა ვიყოთ და ესენი ხელისუფლებაში უნდა დარჩნენ, ესენი რომლებიც ღიად ადანაშაულებენ თავის სამშობლოს. ესენი მართლა უსამშობლოები არიან", - ამბობს გიორგი ბარამიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა