თქვენთან ერთად მინდა აღვნიშნო UFC-ის ქამრის მოგება - მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოდის
UFC-ის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოდის - ქართველი სპორტსმენი თბილისში 29 სექტემბერს, 17:00 საათზე ჩამოფრინდება.
როგორც მერაბ დვალიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, 18:00 საათზე, ფილარმონიის წინ, საკუთარ გულშემატკივრებს შეხვდება.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლის საქართველოში ვიზიტი 4-დღიანი იქნება, რომლის ფარგლებშიც დვალიშვილი საკუთარ ქომაგებს არა მარტო თბილისში, არამედ აჭარასა და იმერეთშიც შეხვდება.
29 სექტემბერს ჩამოვდივარ საქართველოში და შევხვდები ჩვენს ქართველ გულშემატკივარს. თქვენთან ერთად მინდა აღვნიშნო UFC-ის ქამრის მოგება. საღამოს 5 საათზე ჩამოვფრინდები თბილისის აეროპორტში, ხოლო საღამოს 6 საათზე ფილარმონიასთან შეგვხდებით ყველას. თქვენთან ერთად მინდა გავიზიარო ეს მომენტი. ხოლო მეორე დღეს, 30 სექტემბერს, მექნება პრესკონფერენცია. შევხვდები ქართველ ჟურნალისტებს.
შემდეგ დღეს ვაპირებ აჭარაში, კერძოდ, ბათუმში ჩემს გულშემატკივრებთან შეხვედრას. ასევე იმერეთში და კიდევ ჩემს სოფელში ვაპირებ გულშემატკივრების ნახვას. 3-4 დღე ვიქნები საქართველოში", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.