თეგებით ძიება

Edison Research: 85% არ ემხრობა ივანიშვილის მოსაზრებას საქართველოს მიერ ბოდიშის მოხდაზე

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. 

კითხვაზე - ემხრობით თუ არ ემხრობით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული ომის გამო - 85% პასუხობს, რომ არ ემხრობა.

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 10-22 სექტემბრის შუალედში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა