თეგებით ძიება

ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვას „ჰეზბოლას“ ლიდერის ქალიშვილი ემსხვერპლა - ებრაული მედია

ისრაელის მიერ გუშინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაბომბვას დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალას ქალიშვილი ზეინაბ ნასრალა ემსხვერპლა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

ზეინაბმა, რომელიც „ჰეზბოლას“ მიმართ ერთგულებით გამოირჩეოდა, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მისი ძმა ჰადი 1997 წელს ებრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს. „როცა ჩემმა ძმამ ჰადიმ მოწამებრივი სიკვდილი მიიღო, ჩემმა მშობლებმა ცრემლიც არ დაღვარეს“.

მისი გარდაცვალება ოფიციალურად ჯერ არც „ჰეზბოლას“, არც ლიბანის მთავრობას არ დაუდასტურებია. მედიის ცნობით, თუ ზეინაბის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდება, ეს ისრაელის „ჰეზბოლასთან“ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლური ეპიზოდი იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა