გორის მერმა თანამდებობა დატოვა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 5 კომპანიის მეწილე და 9 უძრავი ქონების მფლობელია
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მერის თანამდებობა დატოვა - უფლებამოსილება მან პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა. მოჭიდავე მერს ამ გადაწყვეტილების მიღებას კანონი ავალდებულებდა რადგან ხინჩეგაშვილი პრორუსი ოლიგარქის პარტიის საარჩევნო სიის 49 - ე ნომერია.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არის თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნებიდან” გორის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 1991 წლის 18 აპრილს არის დაბადებული. დეკლარაციაში რომელიც 2023 წლის დეკემბერში აქვს შევსებული ოჯახის წევრად დედა - ქეთევან გაგნიძე ჰყავს მითითებული.
დეკლარაციაში ვლადიმერ ხინჩაგაშვილის სახელზეა 9 უძრავი ქონება:
8975 კვ.მ მიწა გორის რაიონის სოფეკლ ნადარბაზევში - მემკვიდრეობით მიღებული
122 კვ.მ ბინა ქ გორში. თამარ მეფის ქუჩაზე, რომელიც 2020 წელს 2000$ იყიდა.
5002 კვ.მ მიწა გორის რაიონის სოფელ რეხაში - რომელიც 2017 წელს 6000 ლარად იყიდა.
105 კვ.მ ბინა თბილისში ნ.ჟვანიას ქუჩაზე - რომელიც 2012 წელს 108 000$ იყიდა.
600 კვ.მ მიწა გორის რაიონის სოფელ კევისხევში - რომელიც 2014 წელს 1900$ იყიდა.
6429 კვ.მ კომერციული ფართი გორში თამარ მეფის ქუჩაზე 2020 წელს შეძენილი 185 500 ლარად.
1000 კვ.მ თბილისში სოფელ წავკისში 2016 წელს შეიძინა 100$
67.1 კვ.მ ბინა გორში სტალინის ქუჩაზე 2011 წელს შეძენილი 15 000$
1639 კვ.მ მიწა გორის რაიონის სოფელ ველებში 2021 წელს 5000 ლარად შეძენილი.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 5 კომპანიის მეწილეა. ერთ-ერთში მისი პარტნიორი, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მყოფი მოჭიდავე გენო პატრიაშვილია.