პრეზიდენტი ერთადერთია, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე ნამუს გვწმენდს და ღირსებას გვინარჩუნებს - ელისაშვილი
სალომე ზურაბიშვილის მხილება საფრანგეთის დედაქალაქიდან - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე "ნამუს წმენდს და ღირსებას უნარჩუნებს".
ელისაშვილი, პრეზიდენტის მიერ ევროპის საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებულ გზავნილებს სწორს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყნის მთავარსარდალს "ოცნების" ქმედებებსა და პოლიტიკაზე აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია აქვს.
"სალომე ზურაბიშვილის აქვს აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია. ამით ხომ ''ქართულმა ოცნებამ'' ამ ბილბორდებით ამ კამპანიით მთელ მსოფლიოში თავი მოგვჭრა. გვქონდა ღირსეული, მამაცი, ერთგული ხალხის სახელი და არც თუ უსაფუძვლოდ, იმიტომ რომ მართლა ასეთი ერი ვართ და ''ქართული ოცნება'' თავის მმართველობის 12 წლის განმავლობაში ზუსტად ამ სახელს გვინადგურებს მთელ მსოფლიოში. წარმოგვაჩინა, როგორც ამორალური, უმსგავსო, უღირსი ხალხი. სალომე ზურაბიშვილი, მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან, რომ გმობს ამას ეს არის ძალიან სწორი. ეს არის ძალიან მტკივნეული ''ქართული ოცნებისთვის''. სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე, რაღაც ნამუს გვწმენდს. ღირსებას და სახეს მაინც გვინარჩუნებს", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.