ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც ქვეყანას და მის მოქალაქეებს ემუქრება - ჰერცი ჰალევი
ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც ქვეყანას და მის მოქალაქეებს ემუქრება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევმა განაცხადა.
ჰალევი გამოეხმაურა ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბეირუთში „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე ავიაიერიშის დროს „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.
„გზავნილი ძალიან მკაფიოა, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება, ვიცით, როგორ მივიდეთ მათთან ჩრდილოეთით, სამხრეთით, თუ უფრო შორს“, - განაცხადა ჰალევმა.
„ჰეზბოლასთან“ დაახლოებული პირი ჰასან ნასრალას მკვლელობას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მასთან კონტაქტი 27 სექტემბრის საღამოდან დაიკარგა.