საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან. ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა კოლეგებს ევროპის სახელმწიფოებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.
გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა გაეროსთან საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა, ასევე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ამ კუთხით ორგანიზაციის მხარდაჭერა იყო.
ილია დარჩიაშვილი, ასევე შეხვდა, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ხორვატიის, ალბანეთის, მონტენეგროს, ბოსნია ჰერცოგოვინას, სერბეთის და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
მთავარი თემა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო.