ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ - მდინარაძე
ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ. ვაპირებთ ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ, მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თელავში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.