"ქართული ოცნება" მარცხდება - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 32%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 20%
- კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 11.9%
- გახარია - საქართველოსთვის - 11.9%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9.9%
- ლეიბორისტული პარტია - 5%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4.7%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3.6%
- ჩვენ - დავით ქაცარავა - 0.7%
- სხვა პარტიები - 0.3%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 10-22 სექტემბრის შუალედში.