„კომპანია ან ორგანიზაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში არ უნდა დაიშვას და სანქციები დაუწესდეს“ - გოგა ჩანადირი
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში რუსული კომპანია იანდექსის სარეკლამო აბრას აქვეყნებს და წერს, რომ კომპანია ან ორგანიზაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში არ უნდა დაიშვას და სანქციები დაუწესდეს.
იანდექს კვება არა კიდევ, რა.
ძალიან ტეხავს ეს.
აფხახეთსა და ცხინვალის მხარეს
პიცა-ხინკალი გადააფარეს, რაც უფრო იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანია არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ხოდა, ვინც ამ კომპანიის მომსახურებით ისარგებლებს მანამ, ვიდრე ილისტრაციას არ გამოასწორებს და საჯაროდ არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ ერთიანობას, ჩვეულებრივ ოკუპაციის ხელშემწყობია.
მანამდე კი, ბოდიში და დაახვიოს აქედან.
ოკუპაციის კანონში კი აუცილებლად უნდა შევიდეს შესწორება, სადაც მკაცრად და ნათლად უნდა ეწეროს, რომ კომპანია ან ორგანიზაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში არ უნდა დაიშვას და სანქციები დაუწესდეს - წერს გოგა ჩანადირი.