ძლიერმა ქარმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში ხეები წააქცია და ელექტოროგადამცემი ხაზები დააზიანა
წუხანდელი ძლიერი ქარის გამო ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩებზე წაქცეულია მრავალწლიანი ხეები.
სტიქიამ დააზიანა ელექტრო სადენები, რის შედეგადაც ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს.
ძლიერი ქარი იყო წუხელ წალენჯიხაშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ზარალს ამდრომდე ითვლის. მუნიციპალიტეტში შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.