„როგორი უსამართლობააა და როგორი დიდი ტკივილია“ - იზა ომაძე საბურთალოზე მოკლულ ბიჭზე წერს
ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 2021 წელს მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე საბურთალოზე შელაპარაკების დროს მოკლული კონსერვატორიის სტუდენტის, გიორგი სამყურაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
მე კი დავწერ სანუგეშოდ, ეს ანგელოზი აკლდა ალბათ ზეცას თქო 😢🙏მაგრამ უფალო დე - მონები უფრო მრავლადაა ამ ქვეყანაში, ვინც ამ სისასტიკეებს ახალისებს, ვინც საჯიშე ბიჭებს გვიკლავს და მოკითხე უფალო ისინი ან სწორ გზა უჩვენე….
როგორი უსამართლობააა
და როგორი დიდი ტკივილი - წერს იზა ომაძე.