თეგებით ძიება

ევროპის კავშირია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გარანტი და არა ლავროვი - სერგო ჩიხლაძე

"ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას "მორიგ დაცინვად" აფასებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, კრემლი ახლა "ოცნების" და ივანიშვილის განცხადებებს იყენებს, რომელიც რუსეთს "ათეთრებს". ჩიხლაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყნის გამთლიანების გარანტი ევროკავშირია და არა ლავროვი. 

ეს არის მორიგი დაცინვა! ურთიერთობების დალაგება, საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობა ევროპის კავშირზეა. ჩვენ გავხდებით ევროპის კავშირი და ეს პრობლემები მოგვარდება. რაც შეეხება ლავროვს, ეს არის დაცინვა! ის იყენებს „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში „ათეთრებს“ რუსეთს. ისინი ამით კმაყოფილები არიან. ევროპის კავშირია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გარანტი და არა ლავროვი“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა