მექსიკაში ქარიშხლის გამო, რომელსაც დამანგრეველი წყალდიდობა და მეწყერი მოყვა, 22 ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში ქარიშხალ ჯონის დამანგრეველ შედეგებს სულ მცირე 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარიშხლის გამო, რომელსაც დამანგრეველი წყალდიდობა და მეწყერი მოყვა, წყნარი ოკეანის სანაპიროდან, მიჩოაკანიდან ოახაკამდე მოსახლეობა სრულიად ევაკუირებულია.
ქარიშხალი ჯონი წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლზე ერთი კვირის განმავლობაში მძვინვარებდა, რასაც შედეგად მეწყერი და წყალდიდობა მოყვა. სამხრეთ-დასავლეთ მექსიკაში დაიტბორა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები.