ჩინეთის ბირთვული წყალქვეშა ნავი ჩაიძირა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირის თქმით, თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებში მშენებლობის დროს ჩაძირული ჩინეთის უახლესი ბირთვული წყალქვეშა ნავი ჩანს.
„ჩინეთის კუთვნილი წყალქვეშა ნავი დაახლოებით მაისიდან ივნისამდე პერიოდში ჩაიძირა. თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებში ჩანს ამწეები, რომლებიც, but სავარაუდოდ, ჩაძირული წყალქვეშა ნავის ფსკერიდან ამოსაყვანად არის საჭირო“, – აცხადებს შეერთებული შტატების ერთ-ერთი ოფიციალური პირი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ბოლო დროს ჩინეთი დაჩქარებული ტემპით აძლიერებს თავის საზღვაო ფლოტს. ამერიკის შეერთებული შტატები კი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ამ კუთხით განვითარება მათ უსაფრთხოებას უქმნის პრობლემებს.
პეკინი არ ადასტურებს წყალქვეშა ნავის ჩაძირვის ფაქტს. შეერთებული შტატების ოფიციალურ პირი კი ამბობს, რომ არ უკვირს ჩინეთის საზღვაო ფლოტის მიერ ამ ამბის დამალვა.
რა მდგომარეობაშია ამჟამად წყალქვეშა ნავი, უცნობია. ჩაძირვის შესახებ ინფორმაცია პირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა.