იაპონიის პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი შიგერუ იშიბა დაამტკიცა
იაპონიის ორპალატიანმა პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი შიგერუ იშიბა დაამტკიცა, რითაც მას თავისი მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურად წარდგენისთვის გზა გაუხსნა- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
შიგერუ იშიბა 67 წლისაა და წარსულში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სწორედ მისი პრემიერობით ჩატარდება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 27 ოქტომბერს
შეგახსენებთ, ფუმიო კიშიდა და მისი მინისტრთა კაბინეტი დღეს დილით გადადგა.