თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთადერთი შანსი, რომ გადარჩეს - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება - ნიკა გვარამია

ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთადერთი შანსი, რომ გადარჩეს - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში “რეაქცია“ განაცხადა.

გვარამიას თქმით, “საქართველოს მოქალაქეებმა “ოცნებას“ ვეტო დაადო და ისინი ხელისუფლებაში ვერ დარჩებიან“.

"ის, კალაძის მსგავსად, ფულს ვერ გამოიტანს, ვერ გადაიყვანს ბიტკოინებში და ამ ტიპის ვალუტებში. მას და მის ოჯახის წევრებს ექნებათ მძიმე პრობლემები, არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ღირდეს ამად. მას არა მარტო ქვეყანის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც ექნება პრობლემები, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის გადაბარებას მისთვის, რუსეთისთვის, ეს უბრალოდ გამორიცხულია. ამ ქვეყნის პატრიოტები არ დავთმობთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.

საქართველოს მოქალაქეებმა “ოცნებას“ ვეტო დაადეს და ისინი ხელისუფლებაში ვერ დარჩებიან, გამორიცხულია“, - განაცხადა გვარამიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა