თეგებით ძიება

ღამის კლუბებში ანგარიშის გადახდისას ჩეკზე ერთ ნულს ამატებდნენ... დაკავებულია 14 პირი - თეიმურაზ კუპატაძე

თბილისში, გუშინ ღამით ღამის კლუბებში სპეცოპერაციები ჩატარდა. როგორც კრიმინალური პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, ამ დროისთვის დაკავებულია 14 პირი, რომლებსაც თაღლითობას და გამოძალვას ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სხვადასხვა მეთოდით, თანხას სძალავდნენ.

"ამ ეტაპზე, დაკავებულია 14 პირი, ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით სძალავდნენ თანხებს. ანგარიში როდესაც მოჰქონდათ, 300 ლარის ჩეკზე ერთ ნულს ამატებდნენ და გადახდის დროს მოჰქონდათ 3000-ლარიანი ჩეკი", - აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა