თეგებით ძიება

"ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის პასუხს აგებს“ - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ შეტევას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს დიდი შეცდომა იყო და ირანი ამისთვის პასუხს აგებს.

"ირანმა გასულ საღამოს დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის პასუხს აგებს. ირანის რეჟიმს არ ესმის, თუ რამდენად მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი თავდაცვა და ჩვენი მტრებისთვის სამაგიეროს გადახდა“, - განაცხადა უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრის დაწყებისას. 

მისივე თქმით, ისრაელის გუშინდელი თავდასხმა ჩავარდა.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ერთ ღამეში 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათი უმეტესობა ისრაელის ძალებმა ჩამოაგდეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა