თეგებით ძიება
02. 10. 2024 მსოფლიო

"ბიჭი ცხრა წლის იყო, როცა კომბსმა მასზე სექსუალურად იძალა" - ადვოკატი საუბრობს შოკისმომგვრელ დეტალებზე, რომლის შესახებ P.Diddy-ს ათობით სავარაუდო მსხვერპლი იხსენებს?

100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აპი­რებს, რომ რე­პერ შონ დიდი კომბსის წი­ნა­აღ­მდეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გამო სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნოს - BBC-ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კე­ლი ად­ვო­კა­ტი, ტონი ბუზ­ბი აცხა­დებს.

მისი თქმით, სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლთა შო­რის არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ცხრა წლის ასაკ­ში გახ­და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი.

"ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბა­საც აქ­ტი­უ­რად გა­ვაგ­რძე­ლებთ," - გა­ნა­ცხა­და ბუზ­ბიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

ერი­კა ვოლფ­მა, რო­მე­ლიც შონ კომბსის მხა­რეს წარ­მო­ად­გენს, აღ­ნიშ­ნა, რომ რე­პე­რი "მტკი­ცედ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად" უარ­ყოფს ბრალ­დე­ბებს და მათ "ცრუ და ცი­ლისმწა­მებ­ლურს" უწო­დებს.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ტონი ბუზ­ბიმ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ის და მისი გუნ­დი "არ და­ტო­ვე­ბენ არც ერთ დე­ტალს გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბელს“, რათა იპო­ვონ შე­საძ­ლო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ში, ან "ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ან ისარ­გებ­ლა ამ შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბით“.

თა­ვის მხრივ, ერი­კა ვოლფ­მა BBC-სთან აღ­ნიშ­ნა, რომ შონ კომბსი "მზად არის და­ამ­ტკი­ცოს თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და თავი გა­ი­მარ­თლოს სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც სი­მარ­თლე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით დად­გინ­დე­ბა და არა ვა­რა­უ­დე­ბით“.

შონ კომბსი 16 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი ედე­ბა რე­კეტ­სა და სექს ტრე­ფი­კინ­გში. ამ­ჟა­მად ის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ტონი ბუზ­ბის თქმით, ბრალ­მდე­ბელ მსხვერ­პლთა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 120-ია, მათი ნა­ხე­ვა­რი მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან, ხოლო ნა­ხე­ვა­რი ქა­ლე­ბი. ბუზ­ბიმ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მსხვერ­პლთა­გან 25 არას­რულ­წლო­ვა­ნია. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა შონ კომბსს ბავ­შვე­ბის სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

მისი თქმით, ბრალ­დე­ბე­ბი 1991 წლი­დან 2024 წლამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. და­ნა­შა­უ­ლე­ბი კი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ნიუ-იორკსა და მა­ი­ა­მი­ში მოხ­და. ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა 2015 წლის შემ­დეგ და­ფიქ­სირ­და.

უმე­ტე­სო­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ მათ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა კომბსის მიერ მო­წყო­ბი­ლი ე.წ. თეთ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლის დროს ხდე­ბო­და. ბუზ­ბიმ აღ­ნიშ­ნა, რომ წვე­უ­ლე­ბე­ბი ალ­ბო­მის გა­მოშ­ვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ახა­ლი წლის ღა­მეს ან ამე­რი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ტარ­დე­ბო­და.

"ხში­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ში მოხ­ვედ­რას ცდი­ლობ­დნენ, აი­ძუ­ლებ­დნენ მსგავს ქცე­ვას იმ პი­რო­ბით, რომ ვარ­სკვლა­ვად აქ­ცევ­დნენ, ან კომბსი მათ ჩა­ნა­წერს მო­უს­მენ­და", - გა­ნა­ცხა­და ბუზ­ბიმ.

ერთი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც იმ დროს ცხრა წლის იყო, აცხა­დებს, რომ კომბსმა და მის­მა თა­ნა­შემ­წე­ებ­მა ნიუ-იორ­კის სტუ­დი­ა­ში მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­დეს.

"მას რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ ჰქო­ნო­და, მგო­ნია, რომ ბევრ რა­მეს მი­ვაღ­წევ­დი. შო­უ­ბიზ­ნე­სი­დან კომბსის გამო წა­მო­ვე­დი", - ცი­ტი­რებს მა­მა­კა­ცის ად­ვო­კა­ტი მის სი­ტყვებს.

კი­დევ ერთი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც იმ დროს არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, ამ­ტკი­ცებს, რომ კომბსმა უთხრა, ვარ­სკვლა­ვად აქ­ცევ­და, თუმ­ცა მა­ნამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, რომ რე­პერ­თან მარ­ტო მი­სუ­ლი­ყო, მშობ­ლე­ბის გა­რე­შე. კერ­ძო ად­გი­ლას შეს­ვლის შემ­დეგ, მისი ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, კომბსმა მას სთხო­ვა, ორა­ლუ­რი სექ­სით და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო მას­თან.

ბუზ­ბიმ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ, რო­დე­საც 15 წლის გო­გო­ნა ნიუ-იორკში კომბსის წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­ვი­და და შემ­დეგ მას­ზე და სხვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­დეს.

ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მსხვერ­პლთა ნა­წი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ. "ნარ­კო­ტი­კე­ბით გაჟ­ღენ­თილ" სას­მე­ლებს იღებ­და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბამ­დე.

"გარ­თო­ბის ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ი­დუმ­ლო სა­ბო­ლო­ოდ გა­იხ­სნა, სი­ჩუ­მის კე­დე­ლი ახლა გა­ტე­ხი­ლია", - გა­ნა­ცხა­და ბუზ­ბიმ.

მან დას­ძი­ნა, რომ ეს არ არის კო­ლექ­ტი­უ­რი სარ­ჩე­ლი, და თი­თო­ე­უ­ლი მსხვერ­პლის საქ­მე ცალ­კე იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ენ­დრიუ ვან არ­სდე­ილ­მა, AVA-ის იუ­რი­დი­უ­ლი ჯგუ­ფის ად­ვო­კატ­მა, რო­მე­ლიც ბუზ­ბის­თან ერ­თად მუ­შა­ობს, გა­ნა­ცხა­და, რომ მის­მა ფირ­მამ 3 000-ზე მეტი ზარი მი­ი­ღო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც რე­პერს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა