თეგებით ძიება

“საქართველომ ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება“ - ოლაფ შოლცი

“სა­ქარ­თვე­ლომ ახ­ლა­ხან ანტი-LGBTQI კა­ნო­ნი მი­ი­ღო, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას შორ­დე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა, ოლაფ შოლცმა ბერ­ლინ­ში, “სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფის მიერ ქვი­არ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

“გერ­მა­ნი­ა­ში ყვე­ლა ადა­მი­ანს უნდა შე­ეძ­ლოს თა­ვი­სუფ­ლად, ში­შის გა­რე­შე და უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბა და სი­ძულ­ვი­ლის, ძა­ლა­დო­ბის, დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა­გან და­ცუ­ლი უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ოლაფ შოლცმა.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს რე­გუ­ლა­რუ­ლად ხვდე­ბა და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

“სა­ქარ­თვე­ლომ, მა­გა­ლი­თად, ახ­ლა­ხან ანტი-LGBTQI კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლია და ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს არ­ღვევს. გარ­კვე­ვით ვი­ტყვი: ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას შორ­დე­ბა. კარ­გია, რომ ასეთ შემ­თხვე­ვებს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევთ და სო­ლი­და­რო­ბას ავ­ლენთ“, - აღ­ნიშ­ნა ოლაფ შოლცმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა