რუსეთი და სამხრეთ ოსეთი რუსული სამხედრო ბაზისთვის მიწის გადაცემაზე მოლაპარაკებებს გამართავენ - მედია
"რუსეთი და სამხრეთ ოსეთი რუსული სამხედრო ბაზისთვის მიწის გადაცემაზე მოლაპარაკებებს გამართავენ", - ამის შესახებ პროპაგანდისტული Sputnik-ი წერს.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის მთავრობამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიიღო, რომლის მიხედვითაც, რუსეთს სამხრეთ ოსეთში მიწის ნაკვეთი უნდა გადაეცეს.
დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს.