თეგებით ძიება

"სჯობს, ირაკლი კობახიძეს ჩაეკითხოთ, სად მიიღო "ქოჩორას" მაისური... რაც შეეხება არჩევნებს, საარჩევნო მენეჯერი ჰყავთ დაბალი IQ -ს მქონე" - როინ ქოჩორაშვილი “ქართული ოცნებაზე“

პარ­ტია “გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” წევ­რი, როინ ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ვი­თა­რე­ბას და ამას­თან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო სტრა­ტე­გი­ას აფა­სებს.

რო­გორც ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა “რე­აქ­ცი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით, პირ­ველ რიგ­ში, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე უნდა იყოს მა­გა­ლი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

"ვი­საც ვე­სა­უბ­რე­ბი, ყვე­ლა ხე­დავს რომ ეს არ არის ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ელოდ­ნენ 2012-ში. იმ დღეს ნო­დარ მე­ლა­ძის “შა­ბა­თი“ ჩავ­რთე და ვხე­დავ, პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის­თვის ახა­ლი მან­ქა­ნა უყი­დი­ათ ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ლი­ო­ნო­რა­სი­ა­თა­სად ღი­რე­ბუ­ლი" - ჰკი­თხა სტუ­მარს გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა ინგა გრი­გო­ლი­ამ, რა­ზეც როინ ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

"ამ და­ლოც­ვი­ლებს თუ უნ­დათ კარ­გი მან­ქა­ნე­ბით სი­ა­რუ­ლი და კარ­გი ცხოვ­რე­ბა, ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე რომ არ გა­ა­კე­თონ ნიჭი არ ყოფ­ნით? ამ IQ- ებზე როა სა­უ­ბა­რი, ვის და­ბა­ლი აქვს და ვის მა­ღა­ლი. მე ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც IQ მა­ღა­ლი აქვს, არ უნდა სჭირ­დე­ბო­დეთ, რომ ბი­უ­ჯე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით იყი­დონ მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბი და ია­რონ.

ასეთ გა­ღა­ტა­კე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში რომ მი­ლი­ო­ნი­ან და მი­ლი­ონ ნა­ხევ­რი­ან მან­ქა­ნას ბი­უ­ჯე­ტი­დან იყი­დი... ეს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ბიზ­ნეს­მენს, იმი­ტომ, რომ შრო­მობს. სპორ­ტსმენს - იმი­ტომ რომ შრო­მას დებს და ოფლს ღვრის... სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე მა­გა­ლი­თი უნდა იყოს.

სა­არ­ჩევ­ნო მე­ნე­ჯე­რი ჰყავთ და­ბა­ლი IQ -ს მქო­ნე - მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა. ისეთ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ატა­რე­ბენ... IQ-ზე რომ იყო სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან და­ბა­ლი IQ აქვს. სამ კვი­რა­ში თუ რა­მეს მო­ას­წრე­ბენ, რა ვიცი... აგერ ვართ ჩვენ".

გრი­გო­ლი­ამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბაც გა­იხ­სე­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რის­გან, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის­გან სა­ჩუქ­რად მა­ი­სუ­რი მი­ი­ღო.

"სჯობს, ისევ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ჩა­ე­კი­თხოთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ი­ღო და სად მი­ი­ღო "ქო­ჩო­რას" მა­ი­სუ­რი სა­ჩუქ­რად. კარ­გია, რომ მი­ი­ღო სა­ჩუ­ქა­რი, პრე­მი­ე­რია ქვეყ­ნის და გი­ორ­გი კი­დევ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლია. სჯობს კო­ბა­ხი­ძის­გან გა­ი­გოთ, ჩვენ წერ­ტი­ლი დავ­სვათ და კო­ბა­ხი­ძეს ჰკი­თხეთ“,- თქვა როინ ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა