რაფაელ ნადალმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა
ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა 38 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მინდა გაცნობოთ, რომ ჩოგბურთის პროფესიონალური კარიერა დავასრულე. ძალიან რთული წლები გამოვიარე, განსაკუთრებით - ბოლო ორი სეზონი. ეს ძალიან ურთულესი გადაწყვეტილებაა, რომელიც ოდესმე მიმიღია, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მადლობა ყველას, მადლობა ჩოგბურთს”, - ამბობს ვიდეომიმართვაში სპორტსმენი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნადალს ტრავმები აწუხებდა.
რაფა ნადალს კარიერაში 1080 მატჩი აქვს ჩატარებული და მიღებული აქვს 92 ტიტული, მათ შორის, დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულია.