თეგებით ძიება

საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს - სერგეი შამბა

"თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც ჩაიდინა, აფხაზეთი ამ ნაბიჯს მიესალმებოდა და ეს შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველომ უარი უნდა თქვას ისეთ ტერმინოლოგიაზე, რომელიც ურთიერთობების მოგვარებას ხელს უშლის, მაგ. "ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

შამბამ აღნიშნა, რომ "აფხაზეთის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება“. მისი თქმით, აფხაზური მხარისთვის ჟენევის დისკუსიების უმნიშვნელოვანესი საკითხია საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობა და აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა.

სოხუმის ინფორმაციით, შამბასა და თანათავმჯდომარეთა შეხვედრაზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლების შესაძლებლობა განიხილებოდა, რომელიც ადრე გალში იმართებოდა.

სოხუმში იმყოფებოდნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 5-6 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა