ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
"კვარამ“ სექტემბერში ჩატარებულ სამ მატჩში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე 23 წლის სპორტსმენი სამჯერ იყო დასახელებული თვის საუკეთესო მოთამაშედ და სამივე შემთხვევაში, 2022/23 წლების სეზონში.