თეგებით ძიება

ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისა და გასვლის პროცედურა გაამარტივა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი ამიერიდან ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ჩადიან „რუსეთის ფედერაციაში სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.

მანამდე, საქართველოს ამ კატეგორიის მოქალაქეებს არ ჰქონდათ რუსეთში შესვლის ან რუსეთის ფედერაციის დატოვების უფლება ვიზის გარეშე.

დადგენილება ძალაში ხელმოწერის დღიდან - 10 ოქტომბრიდან - შედის.

აღნიშნული ცვლილებები შედის განკარგულებაში, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა