თეგებით ძიება

მისამართები, სადაც ხვალ წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„11 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივანი N194 -თან ახალ ქსელზე  აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 11 ოქტომბერს 10:30 საათიდან 11 ოქტომბრის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 188ა,188ბ, 188დ, 194, ფარნავაზ მეფის ქ. N1, 1ა, დ. აღმაშენებლის ხეივნისა და დიდი დიღმის შესასვლელ გზას შორის, დიდი-დიღომის ასახვევსა და ფარნავაზ მეფის ქუჩის მიმდებარედ, დიდი დიღმის შესასვლელისა და აღმაშენებლის ხეივნის გადაკვეთის მიმდებარედ, (ნაკვეთი N11/45).

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა