"თქვენ ჩვენთვის თამაში არასდროს მოგიგიათ და ვერც ახლა მოგვიგებთ" - რას წერენ უკრაინელი ქომაგები მატჩის წინ?
11 ოქტომებრს ერთა ლიგის მესამე ტურში ერთამენთს საქართველო და უკრაინა დაუპირისპირდებიან,
მატჩის მიმართ მოლოდინი დიდია ორივე მხარის გულშემატკივრისგან.
უკრაინელები პირველ გამარჯვებას ელიან, ხოლო ჩვენ პირველი ადგილის კიდევ უფრო გამყარებას.
უკრაინელი ფანები სოციალურ ქსელში თამაშამდე ასეთ კომენტრებს წერენ:
"ქართველებო, წაგებული გაქვთ ჩვენთან ამ მარტივი რამის გამო: თქვენ ჩვენთვის თამაში არასდროს მოგიგიათ და ვერც ახლა მოგვიგებთ".
"2 თამაშია ვერ ვიგებთ, ახლა ჩვენი დროა"
"კარგი მატჩს ველი, ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ"
"აუცილებლად უნდა მოვიგოთ, გასაგებია, რომ საქართველო კარგ ფორმაშია, თუმცა მათ ჩვენთან არასდროს მოუგიათ"
"დაფაზე, რომ შევხედოთ პირველი და ბოლო ადგილოსანი თამაშობენ, მაგრამ აუცილებლად მოსაგები მატჩია".